პროექტი უსახლკარო თბილისელებისთვის

მომავალი წლის ბოლომდე თბილისში, ბინებს უსახლკაროს სტატუსის მქონე 151 მოქალაქე მიიღებს.

2022 წლიდან დაწყებული, პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 125 ადამიანს უკვე გადაეცა. პროექტის მიხედვით, დეველოპერები თბილისის მერიას საცხოვრებელ ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემენ, მერია კი მათ იმ მოქალაქეებზე ანაწილებს, რომლებსაც უსახლკაროს სტატუსი 2022 წლის იანვრამდე აქვთ მინიჭებული. ამ პერიოდში დედაქალაქში ეს სტატუსი 400-მდე ადამიანმა მიიღო.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა და რა პერიოდში გადაეცემა მათ ბინები – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.