შინაურ ცხოველთა შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებების ფონზე თბილისის მერია რამდენიმე სიახლეს გეგმავს.
ძაღლების და კატების უკონტროლო გამრავლების შესამცირებლად სპეციალური ცენტრი აშენდება, სადაც შინაური ბინადრების კასტრაცია-სტერილიზაცია მოხდება. იგეგმება დედაქალაქში არსებული თავშესაფრის კეთილმოწყობა და გაფართოებაც. გეგმაშია მობილური ვეტ-კლინიკის ამუშავებაც, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ივლის და ძაღლების და კატების ვაქცინაციას ჩაატარებს. მერია უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლსაც გაამკაცრებს.