მოძრავი ვეტერინარული კლინიკა თბილისში

მიუსაფარი ძაღლების და კატების კასტრაცია-სტერილიზაციის და ვაქცინაციის პროცესი აქტიურდება. თუ მანამდე მოქალაქეებს შესაბამის ცენტრში მისვლა ძირითადად თავად უწევდათ, ახლა ცხოველებზე სხვადასხვა პროცედურას მოძრავი ვეტ-კლინიკა ადგილზე უზრუნველყოფს. სერვისის მისაღებად მხოლოდ მოქალაქის შეტყობინებაა საჭირო. დანერგილი სიახლის მიზანი ძაღლების და კატების უკონტროლო გამრავლების პროცესის ჰუმანური მეთოდებით შემცირებაა. ახალმა ვეტ-კლინიკამ დღეს პირველი გამოძახება მიიღო.