შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი მკაცრდება

შინაური ცხოველების შესახებ კანონის კიდევ ერთხელ გამკაცრება გადაწყდა.

დაანონსებული ცვლილებების განხილვა ხმაურიანად ჩაივლის, რადგან პროექტს პარლამენტში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტია ცხოველთა უფლებადამცველებს შორისაც. გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით ძაღლების და კატების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. უკონტროლო გამრავლების აღსაკვეთად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა. გაიზრდება იმ ადგილების ჩამონათვალიც, სადაც შინაური ცხოველების შეყვანა აკრძალული იქნება. იცვლება ძაღლების და კატების მიკედლების პირობებიც. გაკონტროლდება და ჯარიმები ამოქმედდება შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტებზე. ყველაზე რეზონანსული, პროექტის ის პუნქტია, რომელიც მრავალბინიან კორპუსში ძაღლების და კატების რაოდენობას ზღუდავს.