მონადირე ძაღლების გამოფენა

15:35, 08.06.2024

კრწანისის ტყე-პარკში მონადირე ძაღლების რიგით 84-ე გამოფენა იმართება. სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას 200-მდე ძაღლი იღებს.

გამოფენის მიზანი ძაღლებში საჯიშე და სასელექციო საქმიანობის განვითარებაა. ექსპერტების მიერ ფასდება ძაღლების საველე თვისებები და მათი მიღწევები. გამოფენა ხვალ დასრულდება.

მსგავსი