უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონი საფრანგეთში

საქართველოში არსებული ვნებათაღელვის და საპროტესტო ტალღის ფონზე პარალელები ივლება საფრანგეთთან.

ეროვნული ასამბლეის შემდეგ უცხოური ჩარევის შესახებ კანონს საფრანგეთის სენატმაც დაუჭირა მხარი და მიიღო. ამ გზით ქვეყანა უცხო ქვეყნიდან ჩარევის საფრთხის პრევენციას ცდილობს. კანონი უცხო ქვეყნის ინტერესის წარმომადგენელთა რეესტრის შექმნას და ფინანსების დეკლარირებას გულისხმობს, კანონდამრღვევებისთვის კი სანქციებია გათვალისწინებული. კანონი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, გარდა ევროკავშირის წევრებისა. მისი სამიზნეები არიან გარე ძალების ინტერესებით მოქმედი ფირმები, ორგანიზაციები და პარტიები. ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში დამტკიცებული კანონი საქართველოს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია მათ მიერ ინიცირებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობის დასამტკიცებლად. თუმცა ოპოზიციის მხრიდან ფრანგული კანონმდებლობა განსხვავებულად იკითხება.