პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ 

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში კონკურს „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსი 2021 წლის 5 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო გამოევლინა „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი“, „სუფთა სოფელი“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო და მათ ორგანიზატორებისთვის ნომინაციების შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა უნდა წარედგინათ. პროექტის მთავარი მიზანი საკითხზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და 2023 წლისთვის გარემოს დაბინძურების შემცირებაა.