ქართული საგალობლების ფესტივალი

15:32, 10.10.2023

საჩხერეში ქართული საგალობლების ფესტივალი გაიმართა. კონკურსზე წელს სხვადასხვა რეგიონიდან 30-მდე გუნდს მოუსმინეს, ფესტივალის ბოლოს გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გაიმართა საეკლესიო ღვინის დეგუსტაციაც. კონკურსი 25 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება. ღონისძიებას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი