ქაოტური მშენებლობები აწუხებთ ბათუმშიც. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი სამართლებრივ დავას იწყებს.
ბოლო წლებში აშენებული კორპუსების დიდ ნაწილს ახლომდებარე შენობებთან მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებს, ყველა ასეთ ობიექტზე კი თავის დროზე სამშენებლო ნებართვა გაიცა.
ქალაქის მერიაში საკანონმდებლო ხარვეზზე მიუთითებენ, ბოლო ხუთ წელში ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობას კი წინა მერს აკისრებენ.