სამშენებლო ამნისტიის პროექტი

ცხადდება სამშენებლო ამნისტია.

გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ პირს, რომელსაც კუთვნილ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლი სამშენებლო ნებართვის და დოკუმენტაციის გარეშე აქვს აშენებული. 2024 წლის იანვრამდე აშენებული ყველა ასეთი სახლი დემონტაჟს აღარ დაექვემდებარება, მფლობელები კი არ დაჯარიმდებიან. მთავრობის მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტი პარლამენტში უნდა გაიგზავნოს. საკუთრების უფლების შესახებ ინიციატივა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.