მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტი

პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მეორე ეტაპი იწყება.

ადამიანები, რომლებმაც „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად სამუშაო ადგილები დაკარგეს, ექვსი თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი მონაცემები დამსაქმებლებმა შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინონ. ასევე ცალკე დახმარების პაკეტი გავრცელდება სოციალურად დაუცველ და შშმ პირებზე. დაანონსდა ბიზნესისთვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებიც.