მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთა პრობლემები

ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მოქალაქეების განცხადებით, მათი სახლები სასწრაფოდ საჭიროებს გადახურვას, ამ პრობლემის მოგვარებას კი უკვე ხუთი წელია ითხოვენ, იღებენ დაპირებასაც, თუმცა საქმე ადგილიდან არ იძვრის. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული სახურავის გამო მათი სახლები იმდენად სველდება, რომ საფრთხე უკვე შეექმნა კორპუსების მდგრადობას. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასაც. პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც ამბობენ, რომ საკითხს ეტაპობრივად გადაჭრიან.

ადგილზე არსებულ ვითარებას და მერიის პოზიციას თეა აბსარიძე და გოგა გახარია გაგვაცნობენ.