მაღალმთიან აჭარაში წაბლის ხეები მასობრივად ნადგურდება.
მაჭახელას ხეობაში სოკოვანი დაავადება, ე.წ. წაბლის კიბოა გავრცელებული, რომელიც მცენარეების მასობრივ ხმობას იწვევს. ეს არის დაავადება, რომელიც ქერქიდან იწყება, მცენარის მერქნის ბოჭკოებს ანადგურებს და ბოლოს ნიადაგიდან ხის კვებას ბლოკავს. მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი უკვე აისახა მეფუტკრეობაზე, რომელიც ადგილობრივების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ხეობის მცხოვრებლები მოსალოდნელ ეკოლოგიურ პრობლემებზეც საუბრობენ.