პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პროტესტით დასრულდა პარლამენტში პრეზიდენტის ბოლო ყოველწლიური გამოსვლა.

ვადაზე ადრე სხდომათა დარბაზი ჯერ გიორგი მარგველაშვილმა დატოვა, რამდენიმე წუთში მას საპარლამენტო უმცირესობა მიჰყვა. უთანხმოება ამჯერად დებატების ფორმატს უკავშირდება. პრეზიდენტი დისკუსიაში ჩართვას ითხოვდა. პარლამენტის რეგლამენტით კი სახელმწიფოს მეთაურის შემაჯამებელი სიტყვა დეპუტატების გამოსვლების დასრულების შემდეგაა გათვალისწინებული. პრეზიდენტის და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, ფორმატის კორექტირება არ მოხდა. დებატებმა გიორგი მარგველაშვილის და ოპოზიციის ნაწილის გარეშე და ძირითადად სახელმწიფოს მეთაურის კრიტიკის ფონზე ჩაიარა.

პრეზიდენტის პროტესტი და მწვავე რეაქციები მმართველი გუნდიდან – შორენა ხვიჩია მუშაობს პარლამენტში.