პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, წილკანში პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის  წევრებს  სამძიმარი გამოუცხადა. პრემიერმა გარდაცვლილის მშობლებს აცნობა, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა უმოკლეს ვადაში ქართველი ჯარისკაცის ცხედრის გადმოსაცემად.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ქართველი სამხედროს სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა.

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს  ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.