თანამშრომლობის ახალი ეტაპი და მაღალი რანგის შეხვედრები მკაფიო გზავნილებით – ქართული დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის შედეგებს აჯამებს.
განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფო მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლებზე კეთდება, რა დროსაც საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების კუთხით ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა მიიღო.
ვიზიტი ასევე გამორჩეული იყო მოსკოვის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებებით. რუსეთის აგრესია და საოკუპაციო პოლიტიკა მკაცრად დაგმეს კონგრესშიც.
პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრების შემდეგ, თბილისი სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავებას და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელის.