ენტონი ბლინკენის განცხადება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონგრესს უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფის მოთხოვნის მხარდაჭერას სთხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე და აღნიშნა, რომ ამით განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით ზარალდებიან.