პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური მიზანი, რომელიც ქართველებს აერთიანებს, უპირველესად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა. მისივე თქმით, საქართველომ ჩააბარა გამოცდა, რომელიც ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, ასევე გაუმკლავდა დემოკრატიისა და თავდაცვისუნარიანობის მიმართ არსებულ გამოწვევებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში.