პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

ირაკლი კობახიძე სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ ნოვი სადის სადგურზე მოხდა. შემთხვევამ ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი დაშავდა. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს ამ რთულ დროს.”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში. შეგახსენებთ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოიშალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოსაცდელში მოქალაქეები ისხდნენ. ტრაგედიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.