პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, ბიზნესსექტორი ეხმაურება. დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობა უნდა იყოს. რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, კობა ქათამაძის თქმით, პირველ რიგში პოტენციურმა დასაქმებულებმა უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია, რადგან არსებობს სამუშაო ადგილები, თუმცა, ბევრს შესაბამისი განათლება არ აქვს.