გაეროს შტაბ-ბინა ხვალ ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი 193 ქვეყნის ლიდერებს მიმართავს. უკვე ცნობილია ის თემები, რომლებზეც მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთებს აქცენტს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო ტრიბუნას ოკუპაციის პრობლემაზე სასაუბროდ გამოიყენებს. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობის გარდა გენერალური დებატების მონაწილეები საქართველოს მთავრობის იმ სამშვიდობო ინიციატივასაც მოისმენენ, რომელიც სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ეხება. პრემიერის რანგში გაეროში ეს მამუკა ბახტაძის პირველი გამოსვლა იქნება.
ერთი დღით ადრე მთავრობის მეთაური დონალდ ტრამპის და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
მარიამ ცარელაშვილი ნიუ იორკიდან.