პრემიერის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ალიანსის ყველაზე სანდო პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად.