იუსტიციის მინისტრის განცხადება

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია ეფექტური პრემიერი იქნება, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას გააგრძელებს და გუნდს 2020 წლის არჩევნებისთვის, ამომრჩევლების წინაშე ღირსეულად წარადგენს. მინისტრი იმედოვნებს, რომ წინ ნაყოფიერი წელი იქნება და გუნდი დარჩენილი საქმეების განხორციელებას შეძლებს.  წულუკიანმა  მამუკა ბახტაძეს  გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრი  ახალი სამთავრობო პროგრამის შედეგიანობას იმედოვნებს და აღნიშნავს, რომ მასზე გუნდმა ერთობლივად იმუშავა.