რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრა პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება. 26 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ აუდიენციას მოსკოვი კიდევ ერთხელ ეხმაურება. რუსეთის საგარეო უწყება იმ რეაქციებითაა შეშფოთებული, რომლებიც ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრას და საუბრის ფორმატს თბილისში მოჰყვა.

ცინიკური და უცვლელია ლავროვის უწყების ტონი ოკუპაციის საკითხზე, რომელიც შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო. მოსკოვი ადასტურებს, რომ აუდიენციის ინიციატორი შვეიცარია იყო, რა დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის რთული ვითარებიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრეს. ნახსენებია 20-21 ივნისის მოვლენებიც.