ღარიბაშვილი - ზელენსკის სატელეფონო საუბარი

მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა იმსჯელეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. პრემიერის ინფორმაციით, ის სარგებლობს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით. მოინახულა უკვე 100-ზე მეტმა პირმა, მათ შორის ადვოკატებმა ოჯახის წევრებმა და დეპუტატებმა. აქცენტი გაკეთდა ციხის ჰოსპიტალში გადაყვანაზეც. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. პრემიერმა სააკაშვილის ქმედებები შეაფასა როგორც დესტრუქციული და პროვოკაციული და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. სატელეფონო საუბრის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ ვლადიმერ ზელენსკიმაც. პრეზიდენტის ინფორმაციით, დისკუსიისას მან განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.