ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება სასამართლოში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმის განხილვა.
პროცესზე სულ სამ პირს მოუსმინეს. ერთ-ერთი მოწმე გარკვეული პერიოდი სასჯელს დავით ლონდარიძესთან ერთად იხდიდა. ლონდარიძე, 2011 წლის სექტემბერს, ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით პოლკონიკ თეთრაძესთან ერთად დააკავეს.
მოწმემ საკანში მასთან ერთად გატარებული დრო გაიხსენა და დაკავებულისთვის მიყენებულ დაზიანებებზე ისაუბრა. დღესვე მოსამართლები პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მეგის ქარდავას საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
პროცესს მარიამ ქურდიანი აშუქებს მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.