სერგო თეთრაძის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხება
სერგო თეთრაძის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხება

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხება.

ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმეები ისაუბრებენ, გლდნაის ციხეში თეთრაძის წამების საქმის დეტალებზე.

თეთრაძის საქმეზე ბრალი ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს აქვთ წარდგენილი.

ბაჩო ახალაიას ბრალი ედება ე.წ. ჯაშუშებად გამოცხადებული პირების წამების ორგანიზებაში. საქმე კიდევ ერთ ეპიზოდს აერთიანებს, რისთვისაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არის მითვისება-გაფლანგვა. ასევე, მითვისება-გაფლანგვა ედებათ ბრალად მეგის ქარდავასა და ნიკა ძიმცეიშვილს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მეგის ქარდავამ მიითვისა თანხა, რაშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი დაეხმარნენ.