პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხა.

ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმეები გლდანის ციხეში თეთრაძის წამების საქმის დეტალებზე საუბრობენ. ამ ეპიზოდზე ბრალი ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს აქვთ წარდგენილი.

ახალაიას წამების ორგანიზება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქარდავასა და ძიმცეიშვილს კი, თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად.