ხელისუფლება იყენებს ენას, რომელიც ახდენს საზოგადოების პოლარიზებას და ყოფს მათ ორ ან მეტ ნაწილად – ასეთია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაასაჯაროვა.
კვლევის შედეგები, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ვილნიუსის პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუტთან ერთად მოამზადა და შედეგები ლიეტუვის ელჩს გააცნო. დოკუმენტის ავტორები რეკომენდაციებზეც საუბრობენ.