კვლევის პრეზენტაცია

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და CRRC-საქართველომ ახალი კვლევები წარადგინეს. კვლევის ფარგლებში მოცემულია ორი დოკუმენტი, სადაც საქართველოს უსაფრთხოების სექტორის არქიტექტურა და მოსახლეობის აღქმებია მიმოხილული. კვლევის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესწავლისას ორი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ დაუსრულებელი ეროვნული დონის კონცეპტუალურ დოკუმენტი და ინსტიტუტებზე არსებული პოლიტიკური გავლენა. პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ამაღლებას. აღნიშნული კვლევა 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში 2544 მოქალაქე გამოიკითხა.