IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

პოლიტიკურ წრეებში რეზონანსული აღმოჩნდა „აიარაის“ ახალი კვლევა.

„ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ გამოკითხვის მიხედვით, ხუთი თვის წინ ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 6 %-ით შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, მცირედით გაზრდილია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი, ჯამში ოპოზიციური პარტიების რეიტინგი კი მმართველი პარტიის მაჩვენებელს აჭარბებს. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად პარტიების მიმართ ნდობა შემცირებულია და გამოკითხულთა თითქის 80%-ს პოლიტიკაში ახალგაზრდების ხილვა სურს. ბოლო გამოკითხვასთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა. რესპონდენტებს კითხვები დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზეც. მმართველი პარტია კვლევას არ ენდობა და წინა წლების მაგალითებს ასახელებს, „ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირებას მარტის აქციებით და ანტიდასავლური რიტორიკით ხსნის ოპოზიცია, რომელიც აღიარებს, რომ ოპოზიციასაც ბევრი სამუშაო აქვს.