„ნატო-საქართველოს ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ კონტექსტში“

„ნატო-საქართველოს ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ კონტექსტში“ – ამ სახელწოდებით დისკუსია გამართა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა. უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთის აგრესია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო განხილვის თემა.

მონაწილეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივაზე. ღონისძიებაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა წარმოადგინეს პოლიტიკის დოკუმენტი სახელწოდებით „შემდეგი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“. დისკუსია ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.