ქალები პოლიტიკურ პროცესებში – კონფერენცია თბილისში

12:13, 24.05.2023

„ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები“ – ამ სახელწოდებითა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, რიგით მერვე კონფერენცია მიმდინარეობს. მოეწყობა სამი თემატურ-პანელური სესია – მათ შორის ყურადღება გამახვილდება ქალი ამომრჩევლის ჩართულობაზე. განიხილება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური თემები.

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია შვეიცარიის საელჩოსა და „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

მსგავსი