პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწდებენ. მხოლოდ დეკემბრის თვეში პიროტექნიკით დაშავების 9 ფაქტი დაფიქსირდა. როგორც დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, დაზიანებებით შეყვანილი პაციენტების უმრავლესობა ბავშვები აიან. მათ შორის შედარებით მძიმედ დაშავდა ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.