პიროტექნიკით დაზარალებულები

პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწდებენ.  მხოლოდ დეკემბრის თვეში პიროტექნიკით დაშავების 9 ფაქტი დაფიქსირდა. როგორც დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, დაზიანებებით შეყვანილი პაციენტების უმრავლესობა ბავშვები აიან.  მათ შორის შედარებით მძიმედ დაშავდა ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.