დღეს პატრიარქთან შეხვედრით დაასრულებს თბილისში ვიზიტს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი. გუშინ კი მას თბილისის საკრებულოში უმასპინძლეს.
მანამდე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საპატიო სტუმართან ერთად, საოკუპაციო ხაზისპირა სოფელ გუგუტიანთკარსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ რანგის სტუმრის ვიზიტი, რომის პაპის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის მიმართ, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, საუბარი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებსაც შეეხო.