პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

როგორ მუშაობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – უწყებამ საქმიანობის ცხრა თვის შუალედური ანგარიში წარადგინა. განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხები. ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც ითვალისწინებს მუშაობას ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.

ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზეც. ღონისძიებას დაესწრნენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობის, დიპლომატიური, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები.