პენსილვანიის დასავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტოსამრეცხაოში ცეცხლი გახსნა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი პიტსბურგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 85 კილომეტრში მდებარე ქალაქ მელკროფტში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმის მოტივი უცნობია. როგორც ჟურნალისტებს შტატის პროკურორმა რიჩარდ ბოუერმა განუცხადა, ხუთ გარდაცვლილს შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის ტიმოტი ობრაიან სმიტია. დაუზუსტებელი მონაცემებით, მან თავი მოიკლა. ამის გარდა, მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული ერთ ქალს.