პენსიის დაგროვების ახალი სისტემა  

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ძალაში შევიდა.

იანვარში საპენსიო ანგარიშებზე პირველი შენატანებიც უნდა აისახოს. რეფორმაში მონაწილეობა დასაქმებული 40-ც წლამდე  მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზემოთ კი – ნებაყოფლობითი.

ყოველთვიურად საპენსიო ანგარიშზე შემოსავლის 2 %-ს დასაქმებული, 2 %-ს დამსაქმებელი, 2-ს კი სახელმწიფო რიცხავს. სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი ორგანო ახლადშექმნილი საპენსიო საააგენტოა, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო. სააგენტოს საიტზე ამოქმედდა მთვლელიც, რომლის მეშვეობით საპენსიო ასაკის მიღწევის დროს თქვენს სავარაუდო პენსიას წინასწარ გამოითვლით.