შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტია“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. შალვა ნათელაშვილი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მამაკაცი 65 წლის ასაკში, ხოლო ქალი 60 წლის ასაკში პენსიაზე გადის. პარტიის ლიდერს ეს მუხლი დისკრიმინაციად მიაჩნია და ამბობს, რომ  პენსიაზე ქალიც და მამაკაციც 60 წლის ასაკში უნდა გადიოდეს.