გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველების სამუშო პირობები

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს 24 მოქალაქე გაუმჯობესებულ პირობებში იმუშავებს. ისინი ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანეს. ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მათ საქართველოს პირველ არხს გამოუგზავნეს.

ორი დღის წინ „მოამბის“ ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეპორტაჟით ჩვენმა მაყურებელმა შეიტყო, რომ საქართველოს 24 მოქალაქე გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, თუმცა, დამსაქმებელმა პროგრამით გათვალისწინებული პირობები დაარღვია და დასაქმებულებს სრულად არ აუნაზღაურა კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი. ერთ-ერთმა დასაქმებულმა კი არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო, ფეხის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, საქართველოს პირველ არხს გერმანიაში ლეგალური დასაქმების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ 24 ქართველს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ.

დატოვე კომენტარი