საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტაძრებში 10 საათიდან დაიწყო. მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს–პატრიარქი უძღვებოდა.
ილია მეორემ დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი მისმა უწმინდესობას მრევლს ქადაგებით მიმართა და მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.
სიონის ტაძარში დღეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. სიწმინდის მოლოცვა, მსურველებს დღის ბოლომდე შეეძლებათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, 1 ივნისს, მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და მისი გარდაცვალების დღეს, 27 იანვარს.