25 დეკემბერი საქართველოსთვის გამორჩეული თარიღია. 40 წლის წინ ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა.
მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, რუსეთის პატრიარქი, დიდი ბრიტანეთის დედოფალი – დილიდან ილია მეორე მილოცვებს იღებს.
კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის დაკავების შემდეგ, მან აქტიურად დაიწყო საბჭოთა პერიოდში თითქმის განადგურებული ეკლესია მონასტრების აღდგენა. განსაკუთრებულია მისი წვლილი საგანმანათლებლო კუთხითაც. სწორედ მისი მოღვაწეობის დროს დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია; ასევე მის სახელს უკავშირდება არაერთი სასულიერო სასწავლებლის და გიმნაზიის გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არის არაერთი საეკლესიო გალობისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორი; დაწერილი აქვს 20-მე ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმიდა სამება.
პატრიარქობის 40 წელი ნათია ქენქაძის რეპორტაჟში.