საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოველში

საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოველში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე ზუსტად იმ ტაძარში აღნიშნეს, სადაც 1977 წლის 25 დეკემბერს ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე აიყვანეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პატრიარქი მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს.

უწმინდესმა დღეს მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ განვლილი რთული წლები მას მრევლის სიყვარულმა გადაატანინა.