ყოფილ პატიმართა თვითდასაქმების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარება, არსებული რეალობა და გამოწვევები – არასამთავრობო ორგანიზაციამ, – „სიდა“, – იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი შეაჯამა.
შეხვედრაზე განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებული აქტივობები, არსებული მიღწევები და გამოწვევები. პროექტი, – „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“, – 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაძლებელი გახდა „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 43 ბენეფიციარის ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება.