გენერალური პროკურორის არჩევის წესი - პოლიტიკური პოზიციები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღება ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ოპოზიციაში პოზიციები გაიყო. გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. თუ მანამდე გენერალური პროკურორის ასარჩევად 76 ხმა იყო საკმარისი, პროექტის მიხედვით კვორუმი იზრდება და პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ შესაბამისი რაოდენობის ხმების მოგროვება ორი მცდელობისას ვერ მოხერხდება, მაშინ მომავალ გენერალურ პროკურორს 76 ხმით, თუმცა ექვსის ნაცვლად მხოლოდ ერთი წლის ვადით დაამტკიცებენ.

„ქართული ოცნება“ პროექტს სამართლებრივად გაუმართავად მიიჩნევს, თუმცა დათმობაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივით მიდის.