პრობბოქსი პრობაციონერთათვის

იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი. პრობაციონერები სხვადასხვა მომსახურების მიღებას გამარტივებული წესით, ელექტრონულად შეძლებენ. პრობოქსი უწყების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში შეიქმნა. ინოვაციური აპარატი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება. აღნიშნული მოწყობილობით უკვე რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა.
სამინისტროში აცხადებენ, მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება. რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი პრობბოქსის საშუალებით, გიორგი იდუკაშვილი მოგიყვებათ.