პროექტ „ჩემი გონების“ შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტ „ჩემი გონების“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ის სოციო-ემოციური კურიკულუმის სასკოლო სივრცეში დანერგვას ემსახურება. ღონისძიებაზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. პროგრამა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20 სკოლაში ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანი სოციო-ემოციური უნარების უწყვეტი განგრძობითი სწავლებაა, ეს კი მათი თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება ბავშვთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.