კონკურენციის სააგენტოს განცხადებას, უწყების მიმართვის ადრესატები ეხმაურებიან.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნედლეულის ფასის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.
დღეისათვის, ფქვილის ფასი საშუალოდ 2 ლარით გაიზარდა. ასოცაციაში ვარაუდობენ, რომ თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდება, ნედლეულის ღირებულება კიდევ უფრო მოიმატებს. საპასუხო განცახდება გაკეთდა დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც, სადაც კონკურენციის სააგენტოსთან თანაშრომლობისათვის მზად არიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ უწყების განცხადება შეიძლება, პოლიტიკური იყოს, რათა მოსახლეობას აჩვენონ, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით ინტერესდება. საქმე ეხება ლარის კურსის მერყეობის ფონზე, ფასების შესაძლო მატებას. უწყება განმარტავს, რომ უნდა დადგინდეს, ხომ არ ირღვევა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი, რამაც გარკვეულ კომპანიებს შორის შეთანხმების შედეგად, შესაძლოა კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვიოს. უწყებას სხვადასხვა კომპანია და ასოციაცია პასუხობს.