კონკურენციის სააგენტო, კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით ინტერესდება.
საქმე ეხება ლარის კურსის მერყეობის ფონზე, ფასების შესაძლო ზრდას. უწყება განმარტავს, რომ უნდა დადგინდეს, ხომ არ ირღვევა „კონკურენციის შესახებ“კანონის მე-7 მუხლი, რამაც გარკვეულ კომპანიებს შორის შეთანხმების შედეგად, შესაძლოა კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვიოს. სააგენტოს განცხადებას, უწყების მიმართვის ადრესატები პასუხობენ. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნედლეულის ფასის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია, რადაგნ ქართული ბაზარი დიდ წილად იმპორტზეა დამოკიდებული. დღეისთვის ფქვილის ფასი საშუალოდ 2 ლარით გაიზარდა. ასოცაციაში ვარაუდობენ, რომ თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდება, ამ პერიოდისთვის არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგ, ნედლეულის ღირებულება კიდევ უფრო მოიმატებს.
საპასუხო განცახდება გაკეთდა დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც, სადაც ფასების ზრდას უკვე შემოდგომიდან ვარაუდობენ.